ჭიაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს
28-02-2020
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჭიაურის საჯარო სკოლის X-XI კლასის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია სახელწოდებით - „ჩვენ და გარემო“ მოაწყვეს.

მოსწავლეებმა სოფლის ქუჩები და სკოლის მიმდებარე წყლის სანიაღვრე არხები დაასუფთავეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებს სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლამზირა ბახტურიძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203