ორმეთის საჯარო სკოლის სამმა მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა
28-02-2020
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორმეთის საჯარო სკოლის სამმა მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა.
გიორგი გადახაბაძე (სკოლის დირექტორი) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი, ჯუმბერ ცირდავა (ისტორიის მასწავლებელი) და ბელა მალაზონია (ხელოვნების მასწავლებელი) უფროსი მასწავლებლები ნოემბრის თვეში, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემდეგ გახდნენ.
სკოლა პედაგოგებს ულოცავს ამ მიღწევას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს