
გორის მუნიციპალიტეტის უფლისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს.
თებერვალის დასაწყისში, სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს ეწვივნენ და დაასაჩუქრეს.
სკოლის წარმომადგენლებმა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს საკვები პროდუქტები, ტკბილეული და ტანსაცმელი გადასცეს.
უფლისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქველმოქმედო აქციებს მომავალშიც მოაწყობენ და სოციალურად დაუცველებს დაეხმარებიან.
იხილეთ ფოტოები