მარნეულის N3 საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა
28-02-2020
მარნეულის N3 საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა.
„მოსწავლეებმა ლამაზად ნაწერი მხედრული ანბანით შესრულებული სასურველი ტექსტი წარმოადგინეს, რომლის სიტყვათა რაოდენობაც მინიმუმ 100 სიტყვისაგან შედგებოდა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მისივ თქმით, კონკურსში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ და ნაშრომში პრაქტიკული მხარეები წარმატებით წარმოაჩინეს.