ყოროლისთავის საჯარო სკოლაში ეკოკლუბის წევრებმა აივ ინფექციის შესახებ პრეზენტაციები მოამზადეს
28-02-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყოროლისთავის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მოამზადეს და სკოლის მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია აივ ინფექციისა და მის გავრცელების გზებზე.

მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს კორონავირუსზე და გამართეს დისკუსია. მათ ღონისძიებაზე მიიწვიეს სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი გიული გაღავა, რომელმაც მოსწავლეებს აუხსნა, როგორ უნდა აიცილონ თავიდან სხვადასხვა ინფექციები. პედაგოგმა მოსწავლეებს კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად რჩევებიც მისცა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203