ტყაჩირის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ გერაძე ჯანსაღი ცხოვრების თემაზე შექმნილი კომიქსისთვის დაჯილდოვდა
28-02-2020
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტყაჩირის საჯარო სკოლის მოსწავლეს, მარიამ გერაძეს ჯანსაღი ცხოვრების თემაზე შექმნილი კომიქსისთვის 200-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.
ტყაჩირის საჯარო სკოლის VII კლასი საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კომიქსების კონკურსში მონაწილეობდა. წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრმა შეარჩია ჯანსაღი ცხოვრების თემაზე მარიამ გერაძის მიერ შექმნილი კომიქსი, ის ფინალში გახდა „ჟიურის რჩეული“ და 200 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.
სკოლა მარიამ გერაძეს ულოცავს ამ გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს