საქობოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მავნე ზემოქმედების შესახებ ისაუბრეს
28-02-2020
სიღნაღის მუნიციპალიტეტის, საქობოს საჯარო სკოლის VI კლასში ბუნებაში თემაზე -„ალკოჰოლი და ნარკოტიკები“ გაკვეთილი ჩატარდა.

მოსწავლეებმა ადამიანის ჯანმრთელობაზე ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მავნე ზემოქმედების შესახებ იმსჯელეს და ამ ზიანის თავიდან აცილების გზებზე ისაუბრეს.

მოსწავლეებმა თემაზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს, თანაკლასელთა აზრებს შეადარეს,  კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება მოახდინეს და ბუკლეტები დაამზადეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203