
ქედის მუნიციპალიტეტის ვაიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები, ქედის სასპორტო სკოლისა და მერიის ხელშეწყობით, მაგიდის ჩოგბურთის ტურნირისათვის აქტიურად ემზადებიან. ტურნირი აჭარაში გაიმართება.
სკოლის დირექტორის, ბადრი შავიშვილის ინფორმაციით, მოსწავლეები ასევე ემზადებიან სომხეთის დედაქალაქ ერევანში საწრთვნელი გასვლისათვის, სადაც ჩოგბურთელები: ლინდა მახაჭაძე; მარი დავითაძე; მარი ჩიკვაიძე; სანდრო მახაჭაძე და ანრი ავჯიშვილი მწვრთნელ იოსებ მახაჭაძესთან ერთად გაემგზავრებიან.
სკოლის დირექცია და მასწავლებლები სპორტსმენ მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები