ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა - Running Dictation ჩატარდა
28-02-2020
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლის VIII კლასში ინგლისური ენის პედაგოგმა, ნია ჯოჯუამ, აქტივობა Running Dictation ჩაატარა.

მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებში. 10-ზე მეტ ნაწილად დაყოფილი ტექსტი მიმოფანტული იყო საკლასო ოთახში. მათ უნდა ეპოვათ, დაელაგებინათ ტექსტი თანმდევრობით და ეკარნახათ წყვილებისთვის, რომლებიც თავის მხრივ სწორი მართლწერით დაწერდნენ ტექსტს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოცემული აქტივობა ხელს უწყობს წერის, მოსმენის, მეტყველების, კითხვის და მახსოვრობის უნარების განვითარებას. 

მისივე თქმით, გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203