გორის N12 საჯარო სკოლაში კულინარიული კონკურსი ჩატარდა
28-02-2020

გორის N12 საჯარო სკოლაში, VI კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, კულინარიული კონკურსიმასტერშეფი“ ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას. მათ  ჯანსაღი პროდუქტებისგან შემდგარი კერძი 30 წუთში უნდა მოემზადებინათ. მოსწავლეების მიერ მომზადებულ კერძს აგემოვნებდა და აფასებდა კომპეტენტური ჟიური.

ჟიურის შეფასების საფუძველზე მოსწავლეები დაჯილდოვდნენ შემდეგ ნომინაციებში: „ყველაზე ჯანსაღი“; „ყველაზე ორიგინალური“; „საუკეთესო დიზაინი“; „ყველაზე გემრიელი“ და „ჟიურის სიმპატია“.  

კულინარიულ შეჯიბრს პედაგოგი ალა სანამიანი ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203