„სკოლა ჩემი სახლია“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში კლასის საათი ჩატარდა
28-02-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VII კლასში (დამრიგებელი ნათელა ბაზაძე),  პროექტის  სკოლა ჩემი სახლია ფარგლებში, კლასის საათი ჩატარდა.

კლასის საათის მიზანი იყო სკოლის ისტორიისა და ტრადიციების გაცნობა, ასევე სამომავლო გეგმები. კლასის საათი გაიხსნა სკოლის ჰიმნით. მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს სკოლის ისტორია და მომავალი.

„ქალბატონი ნათელა თავად პირველსკოლელია, ის ძალისხმევას არ იშურებს, რომ მისი მოსწავლეები ღირსეული პირველსკოლელები იყვნენ. რაც მთავარია, მოსწავლეებმა გაითავისეს, რომ სკოლა მათი მეორე სახლია“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203