„წყლის მნიშვნელობა და როლი ბუნებაში“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა ჩატარდა
28-02-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ბიოლოგიის კაბინეტში VIII-IX კლასის მოსწავლეები ერთმანეთს შეხვდნენ და მნიშვნელოვანი ინფორმაციები მოისმინეს.

შეხვედრას, თემაზე - „წყლის მნიშვნელობა და როლი ბუნებაში“, ბიოლოგიის მასწავლებელი დარეჯან ჯიშკარიანი ხელმძღვანელობდა.

„ვიცავთ წყლის სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს!“ - ამ სახელწოდებით VIII კლასის მოსწავლეებმა: გრეტა დვალიშვილმა, მარიამ ვეფხვაძემ და ლიზი ლონდარიძემ საინტერესოდ წარმოადგინეს წყლის როლი, მნიშვნელობა და პრობლემები. მათი დამრიგებელი თამილა თუთბერიძეა.

გაიმართა დისკუსია, რომელშიც ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაერთო. შეხვედრას სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძეც ესწრებოდა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა გაითავისეს, რომ „სიცოცხლე შობა გაჩენამ წყლისა, წვიმა მოვიდა წყალობად ღვთისა“.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203