საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პროფესიული განვითარების კურსი ტარდება
28-02-2020
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ორი წელია პროფესიული განვითარების კურსი ტარდება.
კურსი სკოლაში პროფესიულ კოლეჯის „ლაკადას“ მიერ პროფესიული უნარების ქვეპროგრამის ფარგლებში მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის ტარდება.
2018-19 სასწავლო წლის შემოდგომასა და გაზაფხულზე ჩატარდა კურსი ელექტრობის მიმართულებით, რომელსაც შაქრო შეროზია ხელმძღვანელობდა, ხოლო 2019-20 სასწავლო წელს სამკერვალო წარმოების მიმართულებით კურსს მარინე ფიფია უძღვება.
სკოლაში საჩუქრად ყველა ის დანადგარი და მოწყობილობა შემოიტანეს, რომელიც აღნიშნული პროგრამების შესწავლისათვის არის საჭირო.
„მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ და ეცნობიან აღნიშნულ პროფესიებს. სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები მადლიერებას გამოთქვამენ და მადლობას უხდიან კოლეჯის ხელმძღვანელობას, რომ ჩვენი სკოლა აირჩიეს და ესოდენ მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაში დიდი პროფესიონალიზმით ეხმარებიან ჩვენს მოსწავლეებს“.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს