
ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის N1 საჯარო სკოლამ ახალგაზრდა მწერალ ბექა ქურხულს უმასპინძლა.
შეხვედრას გავაზის, ჭიკაანის, ბალღოჯიანის, მთისძირის და ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
მწერალმა რამდენიმე მოთხრობა წაიკითხა და მოსწავლეთა კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.
„ახალსოფლის N1 საჯარო სკოლამ შეხვედრა მოუწყო პოპულარულ ახალგაზრდა მწერალს, ბექა ქურხულს. სკოლის დირექტორის ინიციატივით შეხვედრაზე მოვიწვიეთ გავაზის, ჭიკაანის, ბალღოჯიანის, მთისძირის და ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რათა საშუალება მისცემოდათ, ჩვენს მოსწავლეებთან ერთად მათაც მოესმინათ ამ უნიჭიერესი შემოქმედისთვის. ავტორმა წაიკითხა რამდენიმე მოთხრობა. ბავშვები სულგანაბულნი უსმენდნენ. შემდეგ დასვეს შეკითხვები, მათ შორის მწვავეც, რასაც მწერალმა ამომწურავად უპასუხა. შეხვედრამ უშუალო და გულთბილ ვითარებაში ჩაიარა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები