წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს
28-02-2020
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები ცნობილი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის, სახლ-მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა ჯავახაძე ხელმძღვანელობით, ოტია იოსელიანის მოთხრობა „სამშობლოს თაობაზე“ წარმოადგინეს.
„მოსწავლეებს გულითადი მასპინძლობა გაუწია დიდი მწერლის შვილებმა ბაჩო და დაჩი იოსელიანებმა, რომლებმაც ბავშვებს საინტერესო საუბარი ჩაუტარეს და სახლ-მუზეუმი დაათვალიერებინეს“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლის სახელით მოსწავლეებმა სახლ-მუზეუმს მათი და ხელოვნების მასწავლებლის, ინგა გრძელიძის, ერთობლივი სიმბოლური ნამუშევრები: ქუდი, ჩიბუხი და წიგნი საჩუქრად გადასცეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს