ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
28-02-2020
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღეს ღონისძიება მიეძღვნა.

მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა ომში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და სანთლები დაანთეს.

„ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა ჩაუთქვეს სურვილი, მალე გამთლიანდეს საქართველო, დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები, აღარ იყოს ომი, სისხლისღვრა და იმ იმედით დაემშვიდობნენ სტუმრებს, რომ მომავალ 27 სექტემბერს, ჩავლენ გემით აფხაზეთში და შეძლებენ სოხუმის ქუჩებში გასეირნებას. ჩვენ დავბრუნდებით“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

ღონისძიებას ლანა კაკაჩია ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203