ჭაბუკიანის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის თემას კლასის საათი მიუძღვნეს
28-02-2020

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჭაბუკიანი საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის თემას კლასის საათი მიუძღვნეს.

მოსწავლეებმა ოკუპაციის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია და პრეზენტაციის სახით წარუდგინეს ერთმანეთს.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია მოახდინა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203