ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკის ოლიმპიადაში გამარჯვებისთვის დაჯილდოვდნენ
28-02-2020
გორის მუნიციპალიტეტის ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები „კინგსის“ მათემატიკის ოლიმპიადის ბონუს ტურში გამარჯვებისთვის„მაგთიკომის“ წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
დაჯილდოვდნენ მე-5, მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეები: თამარ, ქეთევან და თეიმურაზ წეველიძეები.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეს მოსწავლეები განსაკუთრებული აქტიურობითა და მონდომებულობით გამოირჩევიან.