ბათუმის N20 სკოლის დაწყებით კლასებში, საჩვენებელი გაკვეთილების კვირეულის ფარგლებში, არაერთი საინტერესო სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
27-02-2020

2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრში, თებერვალში, ბათუმის N20 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასტერ-კლასების, სამოდელო და პროექტ-გაკვეთილების კვირეული დაიწყო. 

კვირეულის ფარგლებში, დაწყებით კლასებში არაერთი საინტერესო საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა.

პედაგოგებმა სასწავლო პროცესი საინტერესო, სახალისო აქტივობებით, სასწავლო რესურსით და ვიზუალური მასალით გაამრავალფეროვნეს.

II კლასის მასწავლებელმა, ლილი აბუსერიძემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი თემაზე - „უჩინარი მთესველები“.

გაკვეთილის მიზანი - მოსწავლე შეძლებს:

  • ვარაუდების გამოთქმას ნაწარმოების სათაურის მიხედვით.
  • ტექსტის წაკითხვა და შინაარსის გაგება-გააზრებას.
  • ახალ ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა.
  • ნაწარმოებშიგადმოცემულიმოვლენებისადმითავისიდამოკიდებულებისგამოხატვას.
  • სათანადოდასკვნებისგამოტანას.
IV კლასის მათემატიკის მასწავლებელმა ნანული ზოიძემ კი სამოდელო გაკვეთილი თემაზე - „ნატურალური რიცხვების შეკრება და გამოკლება“ ჩაატარა.

მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით ჩაერთვნენ და აიქტიურეს. 

გაკვეთილის მიზანი - მოსწავლე შეძლებს:

  • ორნიშნა, სამნიშნა, ოთხნიშნა, ხუთნიშნა, ექვსნიშნა რიცხვების შედგენას და წაკითხვას;
  • სხვადასხვატიპისამოცანებისამოხსნას;
  • ნატურალურირიცხვებისსხვადასხვახერხითამოხსნას.
კვირეულის ფარგლებში, უფროსი მასწავლებლის ეთერ ქობულაძის Iა კლასში ჩატარებული სამოდელო გაკვეთილის თემა იყო - „მივუმატოთ 4, გამოვაკლოთ 4“.

გაკვეთილის მიზანი:

მოსწავლე შეძლებს 4-ის მიმატებისა და გამოკლების სხვადასხვა ხერხის გამოყენების უნარის განვითარება, ცოდნის განმტკიცებას.

კვირეულის ფარგლებში,  I კლასის უფროსმა მასწავლებელმა, თეონა ხომერიკმა  კი ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი თემაზე: „ასო-ბგერა „ჭ“.

გაკვეთილის მიზანი-მოსწავლე შეძლებს:

  • „ჭ“ ასო-ბგერის ამოცნობას;
  • კითხვისა და ზეპირმეტყველების განვითარებაზე მუშაობას;
  • გრაფიკული ჩვევების გამომუშავებას.
მოსწავლეები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაერთვნენ, იაქტიურეს და ცოდნა წარმოაჩინეს.


იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203