ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
27-02-2020
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ჩაქვის N2 საჯარო სკოლის 12 მოსწავლე აჭარის მწერალთა კავშირისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიერ ორგანიზებულ კონკურსში - „ზღვაური“ მონაწილეობდა.
ლიტერატურული კონკურსი ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის სახელობისაა.
„კონკურსი ლიტერატურული შემოქმედების უნარებზე იყო გათვლილი და მოიცავდა პოეზიისა და პროზის მიმართულებას. კონკურსში მონაწილე თორმეტივე მოსწავლე საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდა. დიპლომები მათ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ვიცეპრეზიდენტმა, თაკო ყურშუბაძემ, გადასცა“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს