ფოთის N12 საჯარო სკოლაში მასწავლებლებს, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, ტრენინგები უტარდებათ
27-02-2020

ფოთის N12 საჯარო სკოლა 2019-2020 სასწავლო წლიდან ახალი სკოლის მოდელ“ ჩაერთო.

პროექტის ფარგლებში, ტრენინგები უტარდებათ სკოლის კათედრის ხელმძღვანელებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. ისინი წარმატებით ეუფლებიან სასწავლო პროცესში ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებას ცოდნის შეძენის, ინფორმაციის შენახვისა და გაცვლის მიზნით.

მასწავლებლები თავადაც შექმნიან ელექტრონულ სასწავლო რესურსებს და კოლეგებს გაუზიარებენ გამოცდილებას.

განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმა - „ახალი სკოლის მოდელი“ გულისხმობს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შეტანას სწავლების პროცესში. აღნიშნული პროექტში  2019-2020 სასწავლო წლიდან ჩაერთო 100 სკოლა და მათ შორის იყო ფოთის N12 საჯარო სკოლაც.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203