თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს
27-02-2020
თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოკუპაციის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს.

„აღნიშნეს 99 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან. დიდება გმირებს“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია მოახდინა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203