
ცაგერის მუნიციპალიტეტის ლასურიაშის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, სკოლაში ჩატარდა ღონისძიება თემაზე - „ჯანსაღი კვება, კვების პირამიდა, ბალანსირებული კვება“.
პროექტს ბიოლოგიის მასწავლებელი ნანა ფრუიძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა აღნიშნული პროექტიდან ბევრი საჭირო და საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს.