„არ გამრიყო“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა პოსტერი დაამზადეს
27-02-2020
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კვირეული - „ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები“ მიმდინარეობს.
კვირეული სამოქალაქო კლუბის -„მერმისი“ ხელმძღვანელობით, ყველა საფეხურზე ხორციელდება.
„ჩვენმა პატარებმა, მე-2 კლასის მოსწავლეებმა, ხელოვნების გაკვეთილზე გამოხატეს თავიანთი სოლიდარობა უფროსკლასელებთან, ჩაერთნენ აქციაში და შემოგვთავაზეს საინტერესო პოსტერი „არ გამრიყო“. მადლობა ბავშვებო!“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მეორეკლასელებს ინგა გრძელიძე ხელმძღვანელობდა.
20 თებერვალი სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღეა.