შუამთის საჯარო სკოლის პედაგოგმა აზა სართანიამ მენტორი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
27-02-2020
ვანის მუნიციპალიტეტის, ტიციან ტაბიძის სახელობის შუამთის საჯარო სკოლა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, აზა სართანიას, მენტორის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.
„წარმატებებს ვუსურვებთ კრეატიულ, ენერგიულ და პოზიტიურ აზა მასწავლებელს“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
შუამთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვან მასწავლებელს, აზა სართანიას, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება აქვს მინიჭებული.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად, უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.