„ეს უნდა ვიცოდეთ! ეს უნდა გვახსოვდეს!“ - თბილისის N141 საჯარო სკოლაში გამოფენა-პერფორმანსი მოეწყო
27-02-2020

თბილისის N141 საჯარო სკოლაში მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა ოკუპაციის კვირის ფარგლებში მოაწყეს გამოფენა-პერფორმანსი სახელწოდებით - ეს უნდა ვიცოდეთ! ეს უნდა გვახსოვდეს!

უფროსკლასელებმა უმცროს თანასკოლელელბს მიაწოდეს მოკლე ინფორმაცია, თუ როგორ შემოიჭრა წითელი არმია საქართველოში „აჯანყებული მშრომელების“ მხარდაჭერის საბაბით 1921 წლის 15 თებერვალს, ხოლო 25 თებერვალს, მძიმე ბრძოლების შემდეგ, კი თბილისი აიღო.

ასევე სკოლის ბიბლიოთეკაში, „ოკუპაციის კვირის“ ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ ლატვიელი რეჟისორის, ედვინ შნორის დოკუმენტურ ფილმს „საბჭოეთის ისტორია“. ფილმმა მოზარდების დიდი ინტერესი გამოიწვია, ჩვენების შემდეგ ფილმის განხილვა გაიმართა.

ღონისძიების ხელმძღვანელი ისტორიის პედაგოგი დალი გურგენაშვილი იყო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203