
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჭაპალის საჯარო სკოლაში, სახელმწიფო ენისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრების ორგანიზებით, არაქართულენოვანი მასწავლებლების პროფესიული განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში, საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველი ეროვნული გმირის - მარო მაყაშვილის ბიოგრაფია და დღიურები, პოეტების ლექსები, გაიხსენეს ომში დაღუპული იუნკერები. ნახეს დოკუმენტური ვიდეო-რგოლი.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ხელნაკეთი სამახსოვრო ბარათები გადასცეს პედაგოგებსა და უფროსკლასელებს.
ბარათებზე დამოუკიდებელი საქართველოს სამფეროვან დროშას ახლდა წარწერა - „25 თებერვალი, 1921 წ. გახსოვდეს შენი წარსული“.
იხილეთ ფოტოები