
ასპინძის მუნიციპალიტეტის აწყვიტის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი
ტური ჩატარდა.
პირველი ტურის ტესტირებაში VIII, IX, X, XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
„ეტალონის“ ტესტირებას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები: ნინო ბირჩაძე და ჯილდა ივანიძე.
სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.
კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. მესამე ეტაპით კი - კონკურსი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.
იხილეთ ფოტოები