პატრიკეთის საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილი მრავალფეროვანი სასწავლო რესურსის გამოყენებით  ჩატარდა
27-02-2020

გივი შენგელიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის პატრიკეთის საჯარო სკოლის მე-6 კლასში ბუნებისმეტყველებაში თემაზე -  ენერგიის განახლებადი წყაროები“ ღია გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილს მასწავლებელი რუსუდან ჭეიშვილი ხელმძღვანელობდა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში. მასწავლებელმა გამოიყენა მრავალფეროვანი რესურსი, რომელმაც გაკვეთილი საინტერესო და სახალისო გახადა.

ბავშვებმა წარადგინეს პრეზენტაციები და წარმატებით გაართვეს თავი მასწავლებლის მიერ მიცემულ ჯგუფურ დავალებებს. გაკვეთილი წარმატებული იყო. მასწავლებელმა მიაღწია დასახულ მიზანს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203