ქარცეფის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კორონავირუსის შესახებ საინფორმაციო ბროშურები დაამზადეს
27-02-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ქარცეფის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა ზარუი არაქელიანმა და VII-IX კლასის მოსწავლეებმა კორონავირუსის შესახებ ბროშურები და საინფორმაციო ფურცლები დაამზადეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ბროშურებსა და საინფორმაციო ფურცლებში ასახულია ინფორმაცია კორონავირუსის და მისი გავრცელების შესახებ.

ამის შემდეგ VII-IX-კლასელებმა საინფორმაციო ფურცლები კლასებში გააკრეს, მოსწავლეებს კი ბროშურები დაურიგეს და გააცნეს, თუ როგორია კორონავირუსის სიმპტომები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203