გორელოვკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ პირველი ტურის ტესტირებაში ინტერესით ჩაერთვნენ
27-02-2020

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური ჩატარდა.

შესარჩევი ტურის ტესტირებაში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ინტერესით და აქტიურად ჩაერთვნენ.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. სკოლაში პირველი ეტაპის ტესტირებას ორგანიზება „ეტალონის“ პედაგოგმა გაუწია.

სკოლის დირექცია თავის მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს.

სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. მესამე ეტაპით კი - კონკურსი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203