
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VIIIბ კლასში მოსწავლეები ქიმიას სახალისო ცდებით სწავლობენ. მათი ქიმიის პედაგოგი თათია ივანეიშვილია, დამრიგებელი კი - თამილა თუთბერიძე.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეები გაეცნენ ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობის და უსაფრთხოების წესებს და ჩაატარეს სახალისო ცდები ამონიუმის ბიქრომატის დაშლით „ვულკანის ამოფრქვევა“ და წყალბადის ზეჟანგის დაშლით „ჟანგბადის მიღება“.
მოსწავლეები დიდი ინტერესით და ხალისით ჩაერთვნენ აქტივობაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები