
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარებისათვის მუდმივად ზრუნავს.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში აქტიურად მუშაობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურეობის შემდეგი წრეები: ინგლისურის წრე (მასწავლებელი ედიტა ხუროძე), რუსული ენის წრე (მასწავლებელი ინა ჭეიშვილი), ხატვის წრე ( მასწავლებელი თეა კაკაბაძე) და გახანგრძლივებულის წრე (მასწავლებლები: თინათინ სულაკაძე, ნელი ხეცურიანი).
იხილეთ ფოტოები