
სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლაში, ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე სკოლის მასწავლებლებს და საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მონაწილე წარმატებულ მოსწავლეებს შეხვდა.
მერმა მოსწავლეებს ფულადი ჯილდო გადასცა.
„ბატონი ემზარ საბანაძე შეხვდა სკოლის პედაგოგებს და „ეტალონის“ გამარჯვებულებს. მან ფულადი ჯილდო გადასცა „ეტალონის“ საპრიზო ადგილის მფლობელებს“, -აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
შეხვედრაზე ემზარ საბანაძემ ხაზი გაუსვა პედაგოგების მოღვაწეობის მნიშვნელობას მუნიციპალიტეტის განვითარების და წინსვლის საქმეში, აღნიშნა ონის სკოლის უკვე ტრადიციად ქცეული წარმატებები და გამორჩეულად კარგად აღზრდილი, ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა, რომელიც საფუძველს უყრის მუნიციპალიტეტის წარმატებული მომავლის მშენებლობას.
"ონის მუნიციპალიტეტი ყოველთვის გამოირჩეოდა თავის მრავალფეროვანი კულტურული ტრადიციით და უძველესი ისტორიული წარსულით, რომლის დავიწყების უფლება არავის არ აქვს, მეტიც, თითოეული ჩვენთაგანის ვალია ყველაფერი გავაკეთოთ ონის გამორჩეული იერსახის და კულტურული ცენტრის მნიშვნელობის დასაბრუნებლად", - განაცხადა ემზარ საბანაძემ.
იხილეთ ფოტოები