შუამთის საჯარო სკოლაში თემაზე - „არა ძალადობას“ გაკვეთილი ჩატარდა
27-02-2020
ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის საჯარო სკოლის მე-6 კლასში თემაზე - „არა ძალადობას“ არჩილ სულაკაურის მოთხრობის-„ბიჭი და ძაღლის“ მიხედვით გაკვეთილი ჩატარდა.
„მოსწავლეებმა გააანალიზეს წამოჭრილი პრობლემა, დაუკავშირეს დღევანდელობას, შეიმუშავეს ანტიბულინგური ალგორითმი. ბოლოს თითოეულ მასწავლებელს გადასცეს „გზავნილი“, რომელიც ასე მთავრდებოდა: გახსოვდეს, რომ მიყვარხარ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
გაკვეთილი ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორმა მასწავლებელმა აზა სართანიამ ჩაატარა.