ხვანჭკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს
27-02-2020

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხვანჭკარის საჯარო სკოლაში ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნინო ჯინჭარაძისა და ისტორიის მასწავლებლის, ირინა მეტონიძის ხელმძღვანელობით მოეწყო.

პედაგოგებმა და მოსწავლეებმა პატივი მიაგეს ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნას.

„25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და მოახდინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

25 თებერვალს ასევე აღინიშნება ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა გაიხსენეს ივერიის ღვთისმშობლის ხატთან დაკავშირებული ისტორია და მისი სასწაულები“,-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203