აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის თემაზე ღონისძიება ჩაატარეს
27-02-2020

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარეს.

მოსწავლეებმა 99 წლის წინანდელი  საბჭოთა ოკუპაციის დღეებზე პრეზენტაცია წარმოადგინეს. 

„მოსწავლეებმა სლაიდ-შოუს, ვიდეო-დოკუმენტური კადრების, წერილებით, ლექსებითა და  სიმღერებით პატივი მიაგეს თავისუფლებისათვის მებრძოლ იუნკერებს, მათ შორის ქართველი ჟანა-დარკის მარო მაყაშვილის ხსოვნას.

დამსწრე საზოგადოებამ  კარგად გაიაზრა 23-25 თებერვლის „საოკუპაციო“ დღეების მნიშვნელობა, რომელიც დღესაც მეტად მტკივნეული და აქტუალურია. ყველამ ერთხმად უთხრა უარი „არა ანექსიას“.  ღონისძიება დასრულდა თავისუფლების ჰიმნის ფონზე. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ისტორიის წამყვანი მასწავლებებლი ლეილა გოგელია“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203