„სტუმარი კლასში“ - ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიწვეულ სტუმართან ერთად ნაწარმოები განიხილეს
27-02-2020
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-6 კლასში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის აპარატის წარმომადგენელი, პროფესიით დრამატურგი და რეჟისორი, ნინო ანთიძე, იყო მიწვეული.

სტუმრობა რუბრიკის ფარგლებში - „სტუმარი კლასში“ შედგა.

კლასში პროსპერ მერიმეს „მატეო ფალკონეს“ განხილვა მოეწყო. მოსწავლეებმა კლასის სტუმართან ერთად პერსონაჟები დეტალურად დაახასიათეს, თითოეული მათგანის ქცევის წინაპირობა, გარემო და გამომწვევი მიზეზი განიხილეს.

გუნდებად გადანაწილების შედეგად მოვლენა სხვადასხვა კუთხით განიხილეს, ხოლო გუნდებში შემთხვევითობის პრინციპით მოხვედრილ მოსწავლეებს უმეტესად საკუთარი შეხედულების საწინააღმდეგო პოზიციის დაცვა მოუხდათ.

ღონისძიებას ერთდროულად ჰქონდა ცხოვრებისეული მოვლენის შეფასებისა და ლიტერატურული ნაწარმოების განხილვის სახე.

სტუმართან შეხვედრამ საინტერესო გარემოში ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203