შეჯიბრება პროექტ - „ჯანსაღი საკვების“ ფარგლებში თემაზე - „დიზაინი კულინარიაში“ გაიმართა.
კლასი გაიყო ორ ჯგუფად: „მასტერი“ და „რატატუი“. ჯგუფებს, კონკურსის პირობის თანახმად, უნდა წარმოედგინათ 2 სახის სალათა, ერთი ცომეული ნაწარმი და საფირმო კერძი.
„კულინარულ დუელს“ აფასებდა ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: სკოლის დირექტორი, ნუნუ მანაგაძე-ანდრიაძე, ბიოლოგიის მასწავლებელი, დალი მარდალეიშვილი და მოწვეული კომპეტენტური პირი, ბუფეტის თანამშრომელი, ლიკა მეშველიანი.
ჟიური ჯგუფებს შემდეგი კრიტერიუმებით აფასებდა: დიზაინი, ჯანსაღი პროდუქტების გამოყენება, გემოვნება, ჰიგიენა და ნარჩენი პროდუქტების მოწესრიგება.
მონაწილეებს ბარათებით წარმოდგენილი ჰქონდათ როგორც მენიუ, ასევე თითოეული მომზადებული კულინარული ნაწარმის შემადგენლობა.
პროექტის ფარგლებში კულინარული დუელის ერთ-ერთმა მონაწილემ, თამარ წულაიამ, თემის შესაბამისი ნახატები წარმოადგინა.
ღონისძიება გურამ ლიპარტელიანს და საბა ფირცხალავას მიყავდა, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას კულინარიასთან დაკავშირებულ საინტერესო და სახალისო ინფორმაციებს აცნობდნენ.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო პოეტ ესენინის მიერ ქართველი გლეხების მირ წარმოთქმული სადღეგრძელოს შეფასება: „ამათ უნდა ერქვათ გლეხები და ჩვენ პოეტები?"
კონკურსს მასწავლებლები, მშობლები და სხვა კლასის მოსწავლეები დაესწრნენ. მონაწილე გუნდები ჟიურიმ თანაბარი ქულებით - 10:10 შეაფასა.
ბოლოს ახალბედა კულინარების შემოქმედება ყველამ ერთად სიამოვნებით დააგემოვნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს