უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი - „სათაგური“ დადგეს
26-02-2020
ონის მუნიციპალიტეტის უწერის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა სპექტაკლი „სათაგური" დადგეს.
მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს.
„ახალი წელი ფერადად აღვნიშნეთ. ბავშვებს დაურიგდათ სიმბოლური საახალწლო საჩუქრები. სასწავლო წლის პირველი სემესტრი ტკბილად დავასრულეთ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.