ხაჩკოვის საჯარო სკოლაში ვიქტორინა ჩატარდა
26-02-2020
წალკის მუნიციპალიტეტის ხაჩკოვის საჯარო სკოლაში ვიქტორინა ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ვიქტორინა ქართულ ენაზე გაიმართა. ვიქტორინაში სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

კითხვები როგორც ქართული, ისე სომხური, ინგლისური ენების, ასევე, საზოგადოებრივი და საბუნებისმეტყველო საგნების გამოყენებით იყო შედგენილი.

თამაშს ხელმძღვანელობდა ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი, თინათინ ლარცულიანი.

ღონისძიებას მასწავლებლები და კლასის დამრიგებლები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203