„ვინ იქნება პირველი“- გავაზის საჯარო სკოლაში მათემატიკური ვიქტორინა ჩატარდა
26-02-2020
ყვარლის მუნიციპალიტეტის, გავაზის საჯარო სკოლის VIა კლასში თემაზე - „ვინ იქნება პირველი“ მათემატიკური ვიქტორინა ჩატარდა.
ღონისძიების მიზანი გონებრივი ვარჯიში, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, მათემატიკური აზროვნების უნარის წარმოჩენა, ლოგიკის ელემენტების გარკვევა და ლიდერობის უნარების განვითარება იყო.
მოსწავლეთა ჩართულობამ, სისწრაფემ, ურთიერთთანამშრომლობამ და საკუთარი აზრის დასაბუთებამ ღონისძიება საინტერესო და ხალისიანი გახადა.