ახმეტის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე თემურ პატარაშვილი სასწავლო ვიზიტით კუნძულ სიცილიაზე იმყოფებოდა
26-02-2020
ახმეტის N1 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, თემურ პატარაშვილი, სასწავლო ვიზიტით კუნძულ სიცილიაზე იმყოფებოდა.
ვიზიტი პროექტის - „გააძლიერე ცვლილებებისათვის - ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ახალგაზრდობის მონაწილეობისათვის“ ფარგლებში დაიგეგმა.
პროექტი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებების მიღებაში ახალგაზრდების ჩართულობას გულისხმობს და შესაბამისად, ყველაზე ეფექტური შედეგის მისაღებად, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ახალგაზრდების ერთობლივ აქტივობას ეფუძნება.