ხაშურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს
26-02-2020
ხაშურის N7 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა სოფელ შინდისში, გმირთა მემორიალთან საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს.   

მოსწავლეებმა საქართველოს ჰიმნით, ქართული ცეკვითა და 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გახსენებით შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ღონისძიებას გორის N3, თბილისის N169, ქარელის N2, ჭობისხევისა და ლეღვანის საჯარო სკოლების ეკოკლუბის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203