ჩუმლაყის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საზოგადოებრივი ორგანიზაციის ბენეფიციარები მოინახულეს
26-02-2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჩუმლაყის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეები, მშობლები და დამრიგებელი, თეა ზღაპარაძე, საზოგადოებრივი ორგანიზაციას - „ხელი ხელს“ ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა ბენეფიციარები მოინახულეს, ტკბილეული გადასცეს, შშმ პირებს ღონისძიება გაუმართეს და ერთი ლამაზი დღე აჩუქეს.
„მათთან დროის გატარება მოსწავლეებისათვის საუკეთესო ცხოვრებისეული გამოცდილება იქნება“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.