
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „რა, სად, როდის?“ გაიმართა.
ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეთა გუნდები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მეტად საინტერესო, დაძაბული და სასიამოვნო თამაში აჩვენეს მაყურებელს. საუკეთესო მოთამაშედ მე-12 კლასის მოსწავლე ირაკლი ჭანტურია დასახელდა, ხოლო საბოლოოდ გამარჯვება, მე-11 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, ანა გოგოლაძის ექვსეულს ხვდა წილად.
იხილეთ ფოტო