წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში მერვეკლასელები მათემატიკას გაძლიერებულად სწავლობენ
26-02-2020
წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის მათემატიკის კათედრამ, მათემატიკის სწავლის გაძლიერების მიზნით, სამიზნე ჯგუფი აირჩია და მათთვის გამოყოფილ აკადემიურ საათთა რაოდენობა გაზარდა.

სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა, მზექალა კოპალიანმა სამიზნე ჯგუფად აირჩია მერვე კლასი და უკვე ხუთი თვეა ამ კლასთან ახალი, წინასწარ გაწერილი გეგმით მუშაობს, სადაც კვირეული დატვირთვა 5-6 აკადემიური საათია.

წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის კათედრების შეხვედრის დროს, კათედრების ხელმძღვანელებმა და სკოლის ადმინისტრაციამ აღნიშნულთან დაკავშირებით მასწავლებლის ანგარიში მოისმინეს.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დამატებითი გაკვეთილების ჩატარების შემდეგ მოსწავლეების საგნისადმი ინტერესი გაიზარდა და ისინი დავალებებს ხალისით ასრულებენ.

მაგალითად, ინტერვიუს მონაწილე ერთ-ერთი მოსწავლის აზრით, მასწავლებლის მიერ განხორციელებული აქტივობები მას იმ შიშის დაძლევაში დაეხმარა, რომ თუ რამეს ვერგაიგებს შეუძლია მშვიდად, ყოველგვარი ხელისშემშლელი ფაქტორის გარეშე მოუსმინოს და გაიაზროს ახალი მასალა ან ნებისმიერი რთული ან ნაკლებად რთული საკითხი.

გთავაზობთ ანგარიშის მოკლე მიმოხილვასა და ფოტოებს
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203