ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს წარადგენენ
26-02-2020
თბილისის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგენენ.
წელს საერთაშორისო კონფერენცია - ICYS (International Conference of Young Scientists) სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, 21-27 აპრილს გაიმართება.
საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობა ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლების მოსწავლეებით(თენგიზ მაისურაძე, ანი იოსელიანი, საბა გიორგაძე, თეიმურაზ ჯაყელი) დაკომპლექტდა.
მოსწავლეები თავიანთ ნაშრომებს სიცოცხლის მეცნიერებების სექციაში წარადგენენ.
„წელს ჩვენი სკოლების მოსწავლეები საქართველოს ღირსებას სერბეთის კონფერენციის გარდა დაიცავენ ტუნისის, ნიუ-იორკის, ლოს-ანჯელესისა და გერმანიის საერთაშორისო შეჯიბრებებში“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს