
ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები ხორციელდება.
V1 კლასის მოსწავლეები ხელით დამზადებული ფაზლის საშუალებით საქართველოს კუთხეებს, რეგიონების დასახელებებსა და ადგილმდებარეობას სწავლობენ. მათ პედაგოგი მარიამ არეშიძე ეხმარება.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისოა სხვადახხვა ზომის და ფორმის კუთხეების გამოჭრა, შემდეგ რუკაზე მოძებნა და სათანადო ადგილას დამაგრება. საქართველოს რუკის მომზადებაში მოსწავლეები თვითონაც არიან ჩართულნი.