ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში პროექტი - „ევროპარლამენტის მოდელირება 2020“ განხორციელდა
26-02-2020

ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში X კლასის მოსწავლის, სამოქალაქო კლუბის თავმჯდომარე ანანო ჩოგოვაძის ინიციატივით და „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ (ICU & ISU) მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი „ევროპარლამენტის მოდელირება 2020“.

პროექტში მონაწილეობდნენ IX-X-Xl კლასის მოსწავლეები. 

„მონაწილეებს შეხვდვათ თითო ევროპარლამენტის წევრი ქვეყანა. მუშაობა გაიმართა 4 კომიტეტში. ესენია:

1)საერთაშორისო ურთიერთობები და ვაჭრობა (ხელ-ი თათული გენებაშვილი XI კლასი);

2)მიგრაცია (ხელმძღვანელი რეზი ნიკოლეიშვილი XI კლასი);

3)ადამიანთა უფლებები (ხელმძღვანელი  დათა თუთბერიძე XI კლასი);

4)თავდაცვა და უსაფრთხოება (ხელმძღვანელი ლილე ქუთელია XI კლასი).

პროექტი მიზნად ისახავდა აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ პრობლემათა განხილვას და მათიგადაჭრის გზების ძიებას, ასევე, მოზარდებში ლიდერის კრიტიკული აზროვნების, ანალიტიკური უნარების გამომუშავებას, საჯარო გამოსვლების, დებატებისა და მოლაპარაკებების ხელოვების დაუფლებას.

პროექტის აკადემიურმა ხელმძღვანელმა ანანო ჩოგოვაძემ (X კლასი) და საინიციატივო ჯგუფმა გამოავლინეს გამარჯვებული - თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი (ლილე ქუთელია) და საუკეთესო დელეგატი მარიამ სარალიძე (Xკლასი)“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203